რეზონანსი
19.11.2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 8 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 29 ნოემბრისთვის გადადო, 3 - ის კი 30 ნოემბრისთვის.

დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო მოითხოვა, რაც მოსამართლემ გაიზიარა. სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებსაც დაავალა წარმოადგინონ ვიდეომტკიცებულებები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აინტერესებდათ, რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათ სამინისტროსთან კარვის გაშლა და გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×