რეზონანსი
19.11.2023

ყაზახეთის მთავრობამ რუსული Sputnik24-ის სერვისები დაბლოკა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელეარხებს აჩვენებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Arabatmedia ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რუსულ სატელევიზიო არხებს ყაზახეთში ოპერირების ლიცენზია არ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოხდა მათი გათიშვა. არსებული ინფორმაციით, გათშვის გადაწყვეტილებას ხელი ივნისში მოეწერა.

Arbatmedia წერს, რომ გათიშულ არხებს შორის არის რუსული სამთავრობო ტელეარხი RT.

აღსანიშნავია, რომ Sputnik24-ის სერვისები 2023 წლის აპრილში ესტონეთშიც დაიბლოკა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×