რეზონანსი
19.11.2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მაუწყებლის დაფინანსების ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს.

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე შეხვდნენ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გენერალური დირექტორი და მე შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის თავმჯდომარეს. დეტალურად გავიარეთ მაუწყებლის დაფინანსების საკითხი. სრული მზაობა იყო და ნამდვილად კმაყოფილები ვართ - უპირობოდ შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება, ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც მის დამოუკიდებლობას არ შეეხება. არსებულ მოდელს მომავალში შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდეს. ამიტომ შევთანხმდით, რომ მუშაობა გაგრძელდება და მივალთ ოპტიმალურ მოდელამდე. გადავალთ სამუშაო ვითარებაში, კიდევ შევხვდებით, ჩაერთვებიან ფინანსისტები. არის მზაობა, რომ გაგრძელდეს მუშაობა", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×