რეზონანსი
19.11.2023

აშშ და ევროკავშირი, ისრაელ-"ჰამასის" ომის შემდგომ, ღაზისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გაერთიანების იდეას ემხრობიან.

"ვინაიდან ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით, ღაზა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო უნდა გაერთიანდეს, მმართველობის ერთი სტრუქტურით. საბოლოო ჯამში - განახლებული პალესტინის ავტონომიით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებაზე. ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც ისრაელისთვის, ისე - პალესტინელი ხალხისთვის", - აცხადებს ჯო ბაიდენი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ ღაზა პალესტინის ტერიტორიაა და დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა.

"ღაზა პალესტინის ტერიტორიაა, დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა. არ არსებობს პალესტინის სამი ტერიტორია, არსებობს ერთი პალესტინა", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ, რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, უახლოეს მომავალში დადგება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×