რეზონანსი
18.11.2023

ტარიელ ხარხელაური რამდენიმე საათის წინ სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო!

ამ სასწაულის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით იზა ვეფხვაძემ ამცნო:

„საოცარი, დაუჯერებელი ამბის მომსწრე გავხდით რამდენიმე წუთის წინ: ბაგრატის ტაძარში მოსალოცად ავედით ბატონ ტარიელ ხარხელაურთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ მარინასთან ერთად. ბატონი ტარიელი ჯვარცმასთან იდგა და უფალს შენდობას სთხოვდა. უცებ, მის ხელში, რომელშიც სანთლები ეჭირა და ახლოსაც კი არ იყო სასანთლესთან, ერთბაშად ოთხი სანთელი თავისით აინთო... დიდება უფალს... არ ვიცი, რა ვთქვა... ბატონი ტარიელი, ქალბატონი მარინა და ყველანი გაოგნებულნი ვართ... შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...

ამ ამბავს მრავალსიტყვაობა არ უხდება... უფალი ხილულ სასწაულებს მოუვლენს რჩეულთ...“, - წერს იზა ვეფხვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×