რეზონანსი
10.11.2023

რაც შეეხება ამ ერთი წლის განმავლობაში სტატუსმიღებული ქვეყნის ცხოვრებას მოლაპარაკების დაწყებამდე, არ იქნება თავზე ხელის გადასმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკავშირი მთავრობის მიმართ ახლა ათჯერ უფრო მომთხოვნი იქნება.

„არასწორ ინტერპრეტაციას ვაკეთებთ ხშირად, რომ ჩვენ მივიღეთ სტატუსის დათქმით, არაფერი დათქმით არ მიგვიღია, სტატუსის საკითხი მორჩა, სტატუსის გაუქმების არც სამართლებრივი და არც ისტორიული შემთხვევა არ არსებობს. შეიძლება სტატუსი გქონდეს მაკედონიასავით, რომელმაც სტატუსის მიღო 2005 წელს და მოლაპარაკებები დაიწყო 2020 წელს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ევროპა მოგვიდგება ასე, „ამას არ გააკეთებთ? მოლაპარაკებებს თქვენთან არ დავიწყებთ", მაგრამ მოლაპარაკების არდაწყება არ ნიშნავს, რომ ევროპიდან გაგვრიყეს. ახლა ათჯერ მეტად მოსთხოვენ მთავრობას, რა თქმა უნდა, არჩევნებზე ათჯერ მეტად დააკვირდებიან და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს რეალურად ეტყვიან, სტატუსის გაქვთ უკვე, მაგრამ მოლაპარაკებები არ დაიწყება? პირდაპირ შენი ბრალი იქნება. ამ მომენტში სანქცირების, მათ შორის ხელისუფლების წევრების სანქცირების შანსები გაცილებით მეტი იარსებებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, ევროკავშირის პრიორიტეტი არ არის, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასავით სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არამედ მისი პრიორიტეტია „რქები მოამტვრიოს" ივანიშვილს.

„როგორც კი რეკომენდაციების შესრულებას მთავრობა ძველებურად მიუდგება, მაგალითად ეროვნულ ბანკში ვითარებას არ შეცვლის, საარჩევნო კანონმდებლობას არ შეცვლის, შეამჩნევს, რომ წინასაარჩევნო პროცესში იწყება ზეწოლა, ევროკავშირი უმკაცრესად მოექცევა. ევროკავშირის პრიორიტეტი ახლა მაინც და მაინც ის არ არის, რომ უკრაინასა და მოლდოვასავით სწრაფად შევიდეთ მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის გაწევრიანების საქმეზე. ევროკავშირში პრიორიტეტია დღეს, რომ რქები მოამტვრიონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მოიქცა ძალიან ცუდად სტატუსის მიღების მთელ პერიოდში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×