რეზონანსი
10.11.2023

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი მუხლჩაუხრელი და ბრძნული პოლიტიკით, ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში „მშვიდობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს სჭირდება სიცხადე, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, ხოლო ასეთი ტიპის პრობლემების მოგვარება კი დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ.

„არაფერი არ მოხდება თუ სიმშვიდე და მშვიდობა არ იქნა საქართველოში, ეს არის გადამწყვეტი. ნაკლები გვჭირდება ისინი, ვინც ომისკენ მოუწოდებენ. მშვიდობაზე ორიენტირებული ხალხი უფრო მეტად გვჭირდება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ და გვაინტერესებს როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. საქართველო, სომხეთი, ჩვენ მცირე ქვეყნები ვართ, მაგრამ ძლიერი ერები, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ერები მსოფლიოში და ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ სტაბილურობა და აყვავება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ერებს სჭირდებათ სიცხადე, პროგნოზირებადობა, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ რა იქნება მომავალში. ვის შეუძლია მოაგვაროს ასეთი ტიპის პრობლემები? დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, ზესახელმწიფოებს. ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, მათ სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის, დიდი სახელმწიფოების მხრიდან. მინდა გავიმეორო და დავადასტურო, რომ საქართველო დაინტერესებულია იმით, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ რაც არის საუკეთესო ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება გამომეთქვა ჩემი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მისი ეკონომიკა გასამმაგდა და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში სომხეთთან ერთად.

„ჩვენ შევძელით გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა. 2012 წლის შემდეგ გასამმაგდა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები. მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარებში გასამმაგდა. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში სომხეთთან ერთად და ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვქმნით კარგ პოლიტიკას, კარგ მმართველობას, უზრუნველვყოფთ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი მოსახლეობისთვის, რასაც მოაქვს დამატებითი დასაქმების შესაძლებლობები, სტაბილურობა, პროგნოზირებადობა ბიზნესისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სარეკორდო იყო გასულ წელს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სიღარიბის, უმუშევრობის, ქვეყნის რესურსები არის ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×