რეზონანსი
10.11.2023

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში 100 პროცენტით ნეიტრალურები ვართ და ჩვენ ვერცერთ მხარეს ვერ დავდგებით. ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში, რაც სამივე ქვეყნის ინტერესშია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის „მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ისევე, როგორც ჩვენს მოძმე სომხეთთან. საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული. 100% ნეიტრალურები ვართ და ჩვენ ვერცერთ მხარეზე ვერ დავდგებით ამ სიტუაციაში. ჩემი მეგობარი ნიკოლ ფაშინიანი ამ პოზიციას საკმაოდ კარგად იცნობს, იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევზე. ეს კითხვები უნდა დაუსვათ პრემიერ ფაშინიანს და პრეზიდენტ ალიევს. ჩვენი დამცავი მექანიზმები ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიციაა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში, რაც სამივე ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ ძალზედ ნაყოფიერი შეხვედრა ჩავატარეთ გასულ თვეს, როდესაც ვმასპინძლობდით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს და ჩემი მეგობარი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე, პრეზიდენტი ალიევიც დაესწრო ფორუმს. ჩვენ გვქონდა საშუალება დავმსხდარიყავით და გველაპარაკა ჩვენს რეგიონზე, მომავალ თანამშრომლობაზე, როგორ დაგვეძლია ყველა ბარიერი, სირთულეები, რომელიც აღწერა პრემიერმა ფაშინიანმა. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს აღნიშნული ნეიტრალური პოზიცია",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×