რეზონანსი
10.11.2023

ომი ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია. საქართველო გახლავთ ძალიან ობიექტური, მიუკერძოებელი შუამავალი, ფასილიტატორი მეგობარი ორი ქვეყნისა, ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან და პირადად მე ნდობით აღსავსე ურთიერთობა მაქვს ორივე ქვეყნის ლიდერთან. საქართველოს ინტერესი გახლავთ, უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა შევუერთდე ჩემს ძვირფას მეგობარსა და კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მაკრონს ამ ფორუმის ორგანიზებისთვის, ჩვენი მოწვევისთვის. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტი და მოუგვარებელი კრიზისია და ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან - მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადი გარემო. ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს და მის დასასრულს ვერ ვხედავთ. კრიზისია ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზედ საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. არ ჩანს გადაწყვეტილება - მრავალი კონფლიქტი დავინახეთ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ამ ყველა კონფლიქტზე პასუხი უნდა გახდეს მშვიდობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მისაღწევად.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს წარმატების ისტორიაზე მოგითხროთ, თუ რას მივაღწიეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით. ჩვენი ტერიტორიის 20% იყო ოკუპირებული და კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის. რუსეთ-საქართველოს შორის ომი იყო 2008 წელს, მანამდე იყო ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როდესაც სეპარატისტებს მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაცია. საქართველომ ძალიან ბევრი გამოწვევა გამოიარა 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინაში დიდი ომი დაიწყო - ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. სამწუხაროდ, ომი ყველა ჩვენგანზე ზეგავლენას ახდენს. ომი ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია. საქართველო გახლავთ ძალიან ობიექტური, მიუკერძოებელი შუამავალი, ფასილიტატორი მეგობარი ორი ქვეყნისა, ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან და პირადად მე ნდობით აღსავსე ურთიერთობა მაქვს ორივე ქვეყნის ლიდერთან. საქართველოს ინტერესი გახლავთ, უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×