რეზონანსი
10.11.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება.

„ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს იმ პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რეალურად საგარეო ვაჭრობაში საქართველოს წილი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში 0,3%-ია და ამას არანაირი ეფექტი არ ექნება.

ხედავთ, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ სანქცირების პირობებში ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი დამაზიანებელი სანქციები და ასევე ჩვენ დავდგეთ ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც ეს მეტი ესკალაციისა და დაძაბულობის საბაბი გახდეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ ჩვენ და სახელმწიფო ინტერესებს ვითვალისინებთ", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×