რეზონანსი
10.11.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულმა ლევან დოთიაშვილის მეუღლემ სოფიო ანდრიაძემ ყველას, ვინც მისი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა.

„ამ ეტაპზე არის შეუძლოდ. თავს ცუდად გრძნობს. ლაპარაკის ძალა არ აქვს. იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს თვითონ მოგახსენებთ. მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“, - აღნიშნა დოთიაშვილის მეუღლემ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×