რეზონანსი
09.11.2023

ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგეს, სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია, ერთადერთი სუბიექტი, ვინც ამას ხაზს არ უსვამს, „რუსული ოცნებაა", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ერთადერთი პირობა, რომლის შესრულებაც ბიძინა ივანიშვილის აუცილებლად მოუწევს 2024 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, რადგან ამის გარანტი ევროკავშირი იქნება.

„ევროკომისიის პირობების შემსრულებელი „რუსული ოცნება" არ არის. ცხრა პირობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინაშე დგას, უპირველეს ყოვლისა რუსულ დეზინფორმაციას ეხება, რომლის მთავარი პროპაგანდისტი თავად „რუსული ოცნებაა", ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით. რეკომენდაციაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება, რასაც რუსეთთან ფრენების აღმდგენი, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამტარებელი „რუსული ოცნება" არ გააკეთებს. რეკომენდაცია ეხება დეპოლარიზაციას, როდესაც რეჟიმი ძალადობას და სიძულვიზე დგას, დეპოლარიზაციას არ მოახდენს. მოთხოვნაა, სახელწიფო ინსტიტუციური გაძლიერება და მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, სადაც ყველა უწყებას ოლიგარქი აკონტროლებს, ეს არ მოხდება. დეოლიგარქციაზიაზე ევროპელებმა განმარტეს, რომ ეს საქართველოს დებიძინიზაციას ნიშნავს. ბიძინას პირობებში დებიძინიზაცია ვერ და არ მოხდება. ეს ყველაფერი ახალი კოალიციური დასავლური ხელისუფლების პირობებში აუცილებლად მოხდება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×