რეზონანსი
09.11.2023

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის ოქტომბერი აღნიშნული სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე თბილი იყო.

"ოქტომბერი ზედიზედ მეხუთე თვე იყო რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის ყველაზე თბილი იქნება ისტორიაში", - ამბობს ორგანიზაცია.

WMO აღნიშნავს, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0,85 გრადუსით მეტი იყო და 0,40°C-ით მეტი წინა, ყველაზე თბილ ოქტომბერზე.

კალენდარული წლისთვის, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, 2023 წლის საშუალო გლობალური ტემპერატურა ყველაზე თბილია, 1,43°C-ით მეტი 1850-1900 წლების მაჩვენებელზე და 0,10°C-ით მეტი 2016 წლის ათი თვის საშუალო მაჩვენებელზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×