რეზონანსი
09.11.2023

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებდა, მაგრამ ის 6 ოქტომბერს „ჰამასმა" დაარღვია, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ABC News-ის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ გამოდის ის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით.

„ჰამასმა" დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როდესაც განახორციელა ბარბაროსული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. წლების განმავლობაში მათ არაერთხელ დაარღვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, ისევე როგორც უკრაინას. ასევე ისრაელმა უნდა დაიცვას ომის წესები და გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს და მაქსიმალურად შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×