რეზონანსი
09.11.2023

სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია მკვლელების ვინაობა და საქართველოსთვის მათ გადმოცემას ითხოვენ.

როგორც „ქრონიკის" ჟურნალისტი სოფელი კირბალიდან იტყობინება, სოფელში დაცვა გაძლიერებულია. მედიას იქ შესვლის შესაძლებლობა სამართალდამცველებთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მიეცა.

„მოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელი ეს ორი ადამიანია. სურათები მაქვს. კოკოევმა რაც უნდა თქვა, კოკოევმა უნდა გაამართლოს თავისი სამხედრო, ჯარი და პოლიცია. არიან სამხედრო დამნაშავეები და მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. 2008 წლის ომის მონაწილე იყო, მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს", - განაცხადა სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×