რეზონანსი
09.11.2023

თბილისში "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელის, ვაჟა ჟვანიას გამოსახლება იგეგმება. გუშინ ფეხბურთელის სახლთან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები იყვნენ მისულები. თუმცა, საბოლოოდ, დახურულ კარს მიღმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელის გასახლება ერთი თვის ვადით გადაიდო. 

თავად ვაჟა ჟვანია აცხადებს, რომ ის დაზარალებულია და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. ფეხბურთელი ამბობს, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთება და მისით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

"ვარ მსხვერპლი ბანკის მიერ, რომელიც იყო გაფორმებული სესხად. ახლა ტელევიზიით გამოვდივარ, 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამომიღია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აქ არის სხვისი ქონების ჯგუფურად მითვისება, დიდი ოდენობით გამდიდრების მიზნით. ვალდებულებაა, რომ აქ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. წავიდეს გამოძიება, მტყუან-მართალი გაირკვეს და დამიდონ, რომ მე ვარ მტყუანი", - განუცხადა მთავარ არხს ყოფილმა ფეხბურთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×