რეზონანსი
09.11.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები ვარაუდობენ, რომ გულრიფშის რაიონში ქართული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფია შესული, სოხუმის მისადგომები გადაკეტილია, შეიქმნა საგანგებო შტაბი ბადრი გუმბას ხელმძღვანელობით

აფხაზურ მედიასაშუალებებზე, ტელეგრამ-არხებზე და ინტერნეტფორუმებზე დაყრდნობით, "ოდიშინიუსის" მიერ შეკრებილი ცნობებით, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, ტყეში, ძალოვნები ეძებენ, სავარაუდოდ, ქართულ დივერსიულ ჯგუფს, რომლის შემადგენლობა 7-დან 50 კაცამდე ვარირებს, – ინფორმაციას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი ადასტურებს.

წინასწარი ინფორმაციით, შავ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, М-4-ით შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც კოპტერიც ჰქონდა, ადგილობრივმა მონადირეებმა ტყეში შენიშნეს, მაგრამ იმდენად აღელდნენ, რომ მობილურით გადაღება დაავიწყდათ. ეს მონადირეები უკვე დაკითხეს და გადაანაწილეს ჯგუფებში, რომლებიც ძებნაში არიან ჩართული.

მანამდე აფხაზურ მედიაში დაიწერა, რომ (ციტატა): “საქართველოდან აფხაზეთში შეაღწია 50-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობის მიზნით”.

ადევნეთ თვალი ჩვენს ტელეგრამ-არხს, რომელიც ინფორმაციას ერთდროულად ამუშავებს აფხაზური, რუსული და უკრაინული წყაროებიდან, დამატებით დეტალებს ეტაპობრივად გაცნობებთ. 

ოდიშინიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×