რეზონანსი
06.11.2023

ვინც უკრაინის ომისგან დაიღალა, ხვალ შეიძლება გაიღვიძოს სამყაროში, სადაც ნაკლები მშვიდობა და უსაფრთხოება იქნება, - ამის შესახებ Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა გასულ კვირაში რუს პრანკერებთან საუბარში იტალიის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომისგან დაიღალნენ.

„თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ დაღლილობას გრძნობენ, დარწმუნებული ვარ, მათ არ სურთ ხვალ ისეთ სამყაროში გაღვიძება, სადაც ნაკლები მშვიდობა და უსაფრთხოება იქნება, და ამის შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მოვიმკით. წარმოვიდგინოთ, რომ 1939 წელს ბრიტანეთი პოლონეთისგან დაღლილიყო, ან აშშ დაღლილიყო ბრიტანეთისგან, იარსებებდა დღეს საერთოდ პოლონეთი, ბრიტანეთი ან ევროპა, როგორიც ახლაა? არც მაშინ და არც ახლა დაღლილობის უფლება არ გვაქვს. იგივე განმეორდება, თუ ეს დაღლილი ადამიანები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტენ“, - განაცხადა ერმაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×