რეზონანსი
03.11.2023

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძებნილი პირი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ექსტრადიციის მიზნით, 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს.

„დაკავებულს ბრალი ედება აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და სხვა დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1 ნოემბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა განიხილავს ექსტრადიციის საკითხს და ატარებს ყველა ზომას, რათა დროულად მოხდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×