რეზონანსი
03.11.2023

7 ოქტომბრის ოპერაცია სწორი, გონივრული და გაბედული იყო. ახლა ისრაელის მხრიდან უდიდესი შეცდომაა ის, რომ ის ისახავს მიზნებს, რომელთა მიღწევაც არ შეუძლია, - ამის შესახებ რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას" ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.

„7 ოქტომბრის ოპერაცია 100%-ით პალესტინელების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ამ ოპერაციის წარმატება სრულმა საიდუმლოებამ უზრუნველყო. არ შევუწუხებივართ იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა" თავდასხმის გეგმის შესახებ არ შეგვატყობინა. „ჰამასის" ოპერაციით ისრაელთან ბრძოლაში ახალი ისტორიული ეტაპი დაიწყო. 7 ოქტომბრის ოპერაცია სწორი, გონივრული და გაბედული იყო. ახლა ისრაელის მხრიდან უდიდესი შეცდომაა ის, რომ ის ისახავს მიზნებს, რომელთა მიღწევაც არ შეუძლია. ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება ისრაელს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეუძლია. ის, რაც ახლა ღაზაში ხდება, აჩვენებს ისრაელის უგუნურებას და უძლურებას, იმიტომ რომ ისინი ბავშვებსა და ქალებს ხოცავენ. მთელი თვის განმავლობაში მათ ვერცერთ სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწიეს", - აღნიშნა „ჰეზბოლას" ლიდერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×