რეზონანსი
03.11.2023

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით.

მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში ფაქტობრივად გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან, 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო. გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5 პროცენტის ოდენობით, შემდეგ გვქონდა 10.1 პროცენტის ოდენობით. 6.8 პროცენტის ოდენობით არის ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს.

შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებები. ასევე მნიშვნელოვანი ზრდები გვაქვს განათლების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანად წარმატებისთვის", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×