რეზონანსი
03.11.2023

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამედიცინო ასოციაციებმა განცხადება შეიტანეს. მედიკოსების თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"დღეს ნებისმიერს, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი მიმართული იმისათვის, რომ მოხდეს დროულად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. პიჯაკების საქმის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნას ბევრად სჯობია საქართველო ვიხილოთ ევროკავშირის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს მის ხელთ არსებული რესურსები დარჩენილი და ვთხოვთ, რომ მოახდინოს მისი რეალიზაცია ბოლომდე", - ამბობს "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი ვილი პაჭკორია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×