რეზონანსი
03.11.2023

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ერთ-ერთი მსჯავრდებული ნიკა თოიძეა. მისისახელი 2021 წელს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი კრიმინალურ ანგარიშსწორებას უკავშირდება, როცა ახალგაზრდა პოლიციამ 17 წლის მოზარდის დაჭრისთვის დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თოიძემ არასრულწლოვანი გულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ნიკა თოიძეს, რომელიც ცნობილი მომღერლის შვილია, 1 წელი ჰქონდა დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე, თუმცა თუ მას კლინიკიდან გაქცევის ბრალდება დაუმტკიცდება, 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გაქცევის შემდეგ პატიმარს ოჯახის წევრებთან კავშირი არ ჰქონია, ყოველა შემთხვევაში ამას ამტკიცებს მომღერალი გია თოიძე და შვილთან კომუნიკაციას უარყოფს:

"არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. რაც ყველამ იცის და თქვენ მითხარით, ის ვიცი მეც. გაქცევის შემდეგ ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია" - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გია თოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×