რეზონანსი
03.11.2023

ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის.

„ის არის მშიშარა. თუ ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, მაშინ ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურთან. ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის და რაღაც ზღაპრებს ჰყვება იმ პოლიტიკაზე, რომელი პოლიტიკითაც მართა ქვეყანა და ხალხმა უარი უთხრა ქვეყნის მმართველობაზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×