რეზონანსი
03.11.2023

პირველი პრეზიდენტის შვილის გიორგი გამსახურდიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ქართული ინტერესებიდან გამოდის.

„რაში გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკა? პოლიგონი რომ არ გავხდით, მეორე ფრონტი რომ არ გავხსენით, სისხლში არ ვაბანავეთ ჩვენი კიდევ ერთი მომავალი თაობა, ეს არის სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ წასვლა?! დღევანდელ სიტუაციაში რა უნდა გვექნა? რა მოცემულობას გვთავაზობენ, რა უნდა გვექნა?! დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ისინი ქართული ინტერესებიდან გამოდიან.

„ფარას“ კანონზე არახამია აანონსებს, რომ უნდა მივიღოთო. სლოვაკეთმა მიიღო, პოლონეთში არის ეს კანონი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა იქ გამჭვირვალეა ბოლო კაპიკამდე. რაც უნდა გააკეთო ახლა შენ, კარგი თუ ცუდი, იმ სოუსს დაასხამენ, რადგან უნდათ, რომ სხვა მიმართულებით წავიდეს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×