რეზონანსი
02.11.2023

ჩემი ღრმა რწმენით, ევროპა გადაწყვეტილებას მიიღებს 12 პუნქტზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი ფორმულირებით: 12 პუნქტი პლუსით, ან 12 პუნქტი მინუსით, რადგან 12- პუნქტიანი გეგმა არის ტექნიკურად შესასრულებელი , - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" აღნიშნა, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა არ არის საკმარისი, საქართველოს სჭირდება ღია კარში შესვლა.

„ევროპული პერსპექტივა, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, ცხადია, ჩვენ კარს ღიად გვიტოვებს, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში. მხოლოდ კარის გაღება არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა, იმ კარში შესვლა. ჩვენ გვინდა, ევროპული კეთილდღეობის, უსაფრთხოების და თავისუფალი ქოლგის მორგება, ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად ქცევა, რაც ჩვენ ყველა პრობლემის მოგვარებას შეგვაძლებინებს. ქართველებს საქართველოში აპოვნინებს ბედნიერებას, წინსვლას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი იქნება, რადგან ყველა, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა, დაინახავს, რომ საქართველო გერმანია, ესპანეთი, იტალია უკვე ერთი სივრცეა. მხოლოდ პერსპექტივის დატოვება იმაზე უკეთესია, ვიდრე 2 წლის წინ გვქონა, მაგრამ ჩვენ სწრაფად შესვლა გვინდა, უკვე დავკარგეთ წელიწად ნახევარი.

ჩემი ღრმა რწმენით, ევროპა გადაწყვეტილებას მიიღებს 12 პუნქტზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი ფორმულირებით: 12-პუნქტი პლუსით ან 12პუნქტი მინუსით, იმიტომ, რომ 12- პუნქტიანი გეგმა არის ტექნიკურად შესასრულებელი",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებით აქვს პრობლემები, რადგან ხელისუფლებამ ბევრი საკითხი ისე არ მოაგვარა, როგორც უნდა მოეგვარებინა.

მისივე თქმით, ევროპამ საქართველოს არ უნდა შეხედოს, მხოლოდ „ქართული ოცნების" მხრიდან, რადგან საქართველო არ დაიყვანება „ქართულ ოცნებამდე".

„საქართველოს ტექნიკური თვალსაზრისით უჭირს, რადგან ხელისუფლებამ ბევრი საკითხი ისე არ მოაგვარა, როგორც უნდა მოეგვარებინა. „ლელოს" რაც შეეძლო, სამოქალაქო საზოგადოებას რაც შეეძლო, ოპოზიციას, პრეზიდენტს, მოქალაქეებს ჩვენ ევროპას ვეუბნებით: ამ გადამწყვეტ მომენტში, მხოლოდ ხელისუფლების ნამოქმედარით ნუ გადაწყვეტთ ჩვენს საქმეს, გადაწყვიტეთ ჯამურად.

საქართველო არ დაიყვანება „ქართულ ოცნებამდე". საქართველოში ვართ პოლიტიკური ძალები, მათ შორის, „ლელო", ვისაც კარგად გვესმის რეკომენდაციების სულისკვეთება და ამ სულისკვეთების შესაბამისად პროექტები გვაქვს პარლამენტში ინიცირებული, რომელსაც „ოცნება" დღეს არ იხილავს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×