რეზონანსი
02.11.2023

მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი, აღმოსავლეთ-დასავლეთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია, ან მანიპულაცია , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგი ოპოზიციონერის ბრალდება რიკოთთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო იყო.

„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი, აღმოსავლეთ-დასავლეთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია, ან მანიპულაცია. ეს ზრუნვის ელემენტი არ იყო. კარგი ფაქტია ის, რომ ზოგი კითხვის ავტორმა ბოლოს თქვა, რომ კითხვა აღარ ჰქონდა. ეს მისასალმებელია. იმ შესაძლო წუხილზე, რომელიც ზოგს ჰქონდა, დღეს დარწმუნდა, რომ სხვანაირია რეალობა. არა ისე, როგორც ზოგი დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ საუბრობდა", - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, პროექტის გაჭიანურება სახელმწიფოს მიზანი არ არის.

მისივე თქმით, ოპოზიცია საუბრობდა, რომ „თურმე დავიქეცით, რაც ამ დროს ასე არ არის".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×