რეზონანსი
02.11.2023

2025 წლის ბოლოდან ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქალაქში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.

ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ქარსელაძის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 25 000 ადამიანი 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 21 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×