რეზონანსი
02.11.2023

სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები არასწორ ციფრებს შეგნებულად აჟღერებენ. თითქოს პროექტის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა. ციფრები, რომლებსაც ასახელებენ არ არის მშენებლობის ღირებულების ციფრები, ეს არის კონკრეტული პერიოდისთვის საპროგნოზო ბიუჯეტის ათვისების სავარაუდო მოცულობები. ეს რიკოთის პროექტსაც ეხება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათზე, პროექტების ღირებულებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. 237 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი მონაკვეთის ღირებულება იყო . სწორედ ამ ერთი მონაკვეთის ღირებულებას ოპონენტები უტოლებენ პროექტის ოთხი მონაკვეთის ღირებულებას და ამბობენ, რომ პროექტის ღირებულება გაძვირდა, რაც არასწორია.

„თქვენ ამბობთ 4 მონაკვეთი რატომ არის უფრო ძვირი ვიდრე ერთი მონაკვეთი. პროექტების განხორციელება ერთდროულად არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს ასახულია მხოლოდ იმ ერთი მონაკვეთის ღირებულება, რომელიც იმ კონკრეტულ წელს დაიწყო. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 4 მონაკვეთი უნდა ღირდეს ერთ მონაკვეთზე ძვირი. რიკოთთან მიმართებაშიც ანალოგიური ვითარება გვაქვს. არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, ფინანსურ ვალდებულებებს და პირობებს, რომლითაც გაფორმდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონით გაიზარდა პროექტი, არ არის სიმართლე," - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×