რეზონანსი
02.11.2023

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სინოდზე ცალკე საუბარი არ იყო-იმისთვის, რომ ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიაროს, როგორც ავტოკეფალიური, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, უკრაინას, როგორც ქვეყანას აქვს უფლება, ავტოკეფალიური ეკლესია ჰქონდეს.

"არ ყოფილა ამ საკითხზე ცალკე საუბარი. წაიკითხეთ ტომოსი და ნახავთ, რა წერია იქ. ეს არ არის ავტოკეფალიური ეკლესია. იმისთვის, რომ ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიაროს, როგორც ავტოკეფალიური.

ვინაიდან, ამ ტერიტორიაზე მოციქულს უქადაგია, უკრაინას, როგორც ქვეყანას აქვს უფლება, ავტოკეფალიური ეკლესია ჰქონდეს.

მთავარი პრობლემაა ის, რომ პირველი იერარქი, ხელმძღვანელი პატრიარქი არ არის, ტიტული არავის მიუნიჭებია. ეს არის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, რომელიც მართავს ეკლესიას და ჩვენი დღევანდელი ინფორმაციით, ეს ეპისკოპოს არ არ არის სწორად დასმული. კანონიკური არა არის. თუ რაიმე შეიცვლება, აღმოვაჩენთ, რომ კანონიკურია ან პირველი იერარქი თუ შეიცვალა, მაშინ, პრობლემა არ იქნება ავტოკეფალიის აღიარებაზე",- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×