რეზონანსი
02.11.2023

არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არ შეუშლის ხელს, საქართველო ყველაზე უფრო მეტად იმსახურებდა და ახლა უფრო მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა, ვისაც ეს სტატუსი ბოლო პერიოდში მიენიჭა ან ახლა ელოდება ამ სტატუსს, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დღეს ეს კონიუნქტურა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

„რეკომენდაციების რეალური შესრულების გარდა არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურა, სადაც საქართველო მოიაზრება იმ მოკავშირედ, რომელიც ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება იმისთვის რათა თავისი სტრატეგიული გეგმა [განახორციელოს] ენერგორესურსების მიღების თვალსაზრისით იქნება ეს თუ დამაკავშირებელი რგოლის სტაბილურობის აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს კონიუნქტურა იმოქმედებს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე. რეკომენდაცია, პროფესიონალური ნაწილი საგანგებოდ მნიშვნელოვანია და აქ წელგამართულები ვართ, იმიტომ რომ არ არსებობს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რეიტინგებში ყველა მიმართულებით არ დაგვაყენა მოწინავე ადგილებზე და ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ვუსწრებთ კიდევაც", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×