რეზონანსი
02.11.2023

ოპოზიციის განცხადებები გაქცეული მსჯავრდებულებისადმი ჩაბარებისკენ მოწოდებაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის" მანიაკალურ სახეს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური მეთოდებით - მოუწოდებს ძებნაში მყოფ პირს, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს... პირდაპირ გეტყვით - დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა", სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი", - აღნიშნა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×