რეზონანსი
02.11.2023

„ქართული ოცნების" სიძლიერე სიმართლეშია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, USAID-ის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისის განსხვავებულმა პოზიციებმა დაადასტურა, რომ დაფინანსება, რომელსაც USAID საქართველოში ხარჯავს, ხშირ შემთხვევაში, არ არის გამჭვირვალე და ამ თანხების ნაწილი, ჩვენს ქვეყანაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდება.

„მართლაც ახია იმ დონორებზე, რომლებიც მარტში ამბობდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. აი, მათ ოფისებში მიუკაკუნა იმ პრობლემამ, რომელზეც ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში დონორული დაფინანსების ნაწილი, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალეა, ის ხმარდება ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მათ შორის, ამ ფულის ნაწილი საქართველოში ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდება. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს სიმართლეც გამოდის სიცხადეზე.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა რაშია „ქართული ოცნების" სიძლიერე. ჩვენი სიძლიერე ყველა ამ მდგომარეობაში არის სიმართლეში. ჩვენი სიმართლე ხანდახან ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის თავს გამოაჩენს ხოლმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×