რეზონანსი
02.11.2023

ნიკა გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მაშინაც, როდესაც თითქოს მედია მენეჯერი იყო. პოლიტიკიდან არასდროს წასულა და პირიქით, ყოველთვის აქტიურ საქმიანობაში იყო, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ამ ადამიანებს კარიერის დასრულებისთვის ერთი სიტყვა ეყოფა, ეს არის 7 ნოემბერი. ესენი არიან 7 ნოემბრის შემოქმედები. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენერალური პროკურორი საუბრობს რაღაც სიახლეზე, მინიმუმ ძალიან უხერხულია, შეურაცხყოფა რომ არ იყოს ეს ჩვენი საზოგადოების. ძალიან კარგად იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ცოდვებს და დანაშაულებს ვერ გაექცევიან, რადგან მისი შემოქმედები და ავტორები იყვნენ. ნიკა გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მაშინაც, როდესაც თითქოს მედია მენეჯერი იყო. პოლიტიკიდან არასდროს წასულა და პირიქით, ყოველთვის აქტიურ საქმიანობაში. ფაქტობრივად, მედიასაშუალებისთვის პროფესიაც წართმეული ჰქონდა, ადრე ისინი ადვოკატის, მოსამართლის პროფესიების ოკუპირებას ახდენდნენ შემდეგ უკვე ჟურნალისტის პროფესიის ოკუპირებაზე გადავიდნენ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ნიკა გვარამიამ პოლიტიკაში დაბრუნებასა და მის გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, მისი მიზანია ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენა. აქვე ისიც ირკვევა, რომ წარსულზე საუბარი ყოფილ მაღალჩინოსანს არ სურს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×