რეზონანსი
02.11.2023

მე მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს თბილ დახვედრას ევროკავშირში, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

„დღევანდელ გარემოში, რომელიც სავსეა გამოწვევებით, გაფართოების პროცესის დაჩქარება გვჭირდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის და ასევე მოლდოვისთვის. პოლონეთი გაფართოების მომხრეა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს არ სჭირდება ინსტიტუციური რეფორმები, რადგან ის ხელშეკრულებები და სამართლებრივი ჩარჩო, რაც გვაქვს აბსოლუტურად ესადაგება გაფართოებას. გვჯერა, რომ ერთსულოვნების პრინციპი არის თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის გარანტია ევროკავშირის ინიციატივებისთვის. საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ, მე როგორც მახსოვს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჯერ კიდევ კორექტირებას საჭიროებს იმისათვის, რომ იყოს თანხმობაში წესებზე დაფუძნებულ დღის წესრიგთან. დემოკრატიის კუთხით, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინები ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხზე საქართველოში. ‘მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის სივრცე გაუმჯობესებისთვის. მე მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს თბილ დახვედრას ევროკავშირში", - აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×