რეზონანსი
02.11.2023

პარტია სადმე უნდა აქტიურობდეს, ამიტომ მე მაქვს ეს პროტესტი ჩემი ყველა კოლეგის მიმართ, ვინც არ დადის, რომ იარონ პარლამენტში, როცა ვართ ცოტა გვესხმიან თავს და არის ძალიან მძიმე სურათი,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ერთი წელიც აღარ დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, ამ კონტექსტში პარლამენტის დატოვება არაფერი განსაკუთრებული არ იქნება, მაგრამ პარტია უნდა იყოს ან პარლამენტში, ან ქუჩაში, ან სადმე უნდა აქტიურობდეს. ამიტომ მე მაქვს ეს პროტესტი ჩემი ყველა კოლეგის მიმართ, ვინც არ დადის, რომ იარონ პარლამენტში. როცა ვართ ცოტა გვესხმიან თავს და არის ძალიან მძიმე სურათი", - აღნიშნა დეკანოიძემ.

ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" წვერებს საქმიანობას უწუნებს. ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს 12 რეკომენდაციის, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე იმ უფლებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა.

„ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება „ქართულ ოცნებისთვის". მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×