რეზონანსი
30.10.2023

ეს [პრეზიდენტის იმპიჩმენტის] პროცესი საქართველოსთვის კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და კარგია, რომ საბოლოოდ ეს ძალისხმევა ჩავარდა , - აცხადებს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში.

მისი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო ის მიზეზი იყო, რის საფუძველზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში მოგზაურობით ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სასარგებლო არგუმენტები გაეჟღერებინა მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან წასვლის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ ეს წარმოშობს კითხვას: კი მაგრამ, რატომ არ უნდა მიეცა მთავრობას ქვეყნის პრეზიდენტისთვის უფლება, რომ წასულიყო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდამჭერად?! შემდეგ კი, ამის გამო მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წამოწყება, გულწრფელად გითხრათ, სასაცილოდ გამოიყურებოდა", - აცხადებს კრამერი.

კრემერის თქმით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა თითქმის ისე გამოიყურება, როგორც როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა.

„საქართველო ახლა ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა ის ცდილობს გააღრმაოს ევროკავშირთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვვევაში, ქართველი ხალხი არის ამ ეტაპზე. არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ლამის ისე გამოიყურება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა", - დასძენს დევიდ კრამერი.

ამასთან, მისი თქმით, სჯერა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.

„მგონია, რომ ევროკავშირმა საქართველოს, როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს, კანდიდატის სტატუსი უნდა შესთავაზოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ეს არის ლამის საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილება", - განმარტავს კრამერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×