რეზონანსი
30.10.2023

დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაფართოებას ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

„ევროპაში მწვავე კრიზისის პროვოცირების შემდეგ, დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს", - განაცხადა შოიგუმ პეკინში, სიანშანის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პეკინში გამართულ ფორუმზე შოიგუმ განაცხადა, რომ ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავის ძალებს აძლიერებს, ზრდის სამხედრო წვრთნების მასშტაბებს და აწარმოებს დაჩქარებულ შეიარაღებას.

„დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი კონფლიქტის რისკს წარმოადგენს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა შოიგუმ.

რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების „ჰუმანიტარული ინტერვენციების" საბაბად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×