რეზონანსი
30.10.2023

არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის CBS-თან ინტერვიუს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქრონიკაში" ისაუბრა.

„ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით, მათ შორის იმპიჩმენტის პერიოდში, რომ პრეზიდენტი თავად არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს რეალურად, სამართლიანად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. თუ ის თავად არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, ვერ დაარწმუნებს სხვებსაც. მაშინ იყო ამაზე გაკეთებული განმარტებები და ჩვენ ვთქვით, რომ სწორედ ამიტომ აღარ მისცა მთავრობამ თანხმობა საერთაშორისო ვიზიტებზე, რომ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ პრეზიდენტის გზავნილები იყო ორაზროვანი და საქართველოს მოწინააღმდეგეებს აძლევდა საკმაოდ ბევრ სალაპარაკოს", - მიიჩნევს თალაკვაძე.

სალომე ზურაბიშვილმა CBS-ის კითხვას: „არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით" ასე უპასუხა: „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×