რეზონანსი
30.10.2023

აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ვიქნები მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შესაბამისი დოკუმენტად გაფორმდება, წავიკითხავ. წაკითხვისთანავე ვიქნები აბსოლუტურად დარწმუნებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„უდიდესი ალბათობით საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს ჩანს ჩვენი ნამდვილი მეგობრების პოზიციებიდან. რეალურად ოპოზიცია სწორად ხვდება, რომ მართლაც ერთი ნაბიჯი რჩება კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. რატომ, ამას ბევრი არგუმენტები აქვს. საქართველომ აჩვენა რეალური პროგრესი ამ 10-11 წლის განმავლობაში. საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ. საქართველომ რეალური პროგრესი აჩვენა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დროზე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მერე მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, მერე მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროპასთან, მერე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე ველით კანდიდატის სტატუსს. თუ გამახსენებთ წინა ხელისუფლების დროს ერთ გადაწყვეტილებას მაინც, ამ კალიბრისა და ამ მნიშვნელობის, როცა საქართველომ მიიღო რაიმე ევროპასთან დაახლოების კუთხით", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×