რეზონანსი
30.10.2023

ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. არც მაშინ, როდესაც პანიკა ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქვეყანა იღუპება კანდიდატის სტატუსის გარეშე და არც ახლა, როდესაც ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ოპოზიცია ამ საკითხს ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად იყენებს.

„სინამდვილეში კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას მათთვის არასდროს ჰქონია რაიმე ღირებულება. ისინი ამ საკითხის ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ გამოეყენებინათ ის როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს რომ ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებულები და იმ გემიდან, რომელიც იძირება რომ გარბიან - და ყველამ იცის ვინ გარბის პირველი დაღუპვისთვის განწირული გემიდან - ყველა ეს ადამიანი ჩართული იყო 1,5 წელი იმაში, რომ იარაღად გამოეყენებინათ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლების, ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა ხედავენ, რომ ეს იარაღი ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ გემს, რომელიც იძირება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ლელოს" წევრმა სალომე სალადამშვილმა Facebook-ზე დაწერა: „მთავარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×