რეზონანსი
30.10.2023

აპირებს თუ არა მესამე სექტორი ხოშტარია-ჯაფარიძის ახალ პორტალზე ჟურნალისტების, მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებულ დევნასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე რეაგირებას? ამ კითხვით, არასამთავრობოებს ჟურნალისტებმა მიმართეს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია, შეუძლია, გაასაჩივროს ან შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

"ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად იმისა, ეს გამოხატვის თავისუფლება მოგვწონს თუ არა. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის ცილისმწამებლური, საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, სამოქალაქო წესით წავიდეს სასამართლოში და იდავოს. მაგრამ, მეეჭვება, ვინმემ შეძლოს იმის დამტკიცება ან იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც ამ გვერდზეა განთავსებული. გულწრფელად გეტყვით, ყველა არ მინახავს, მაგრამ რაც ვნახე, ზოგიერთი ფაქტი, უბრალოდ ფაქტია", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, ხოშტარია-ჯაფარიძის პროექტს, "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი იწონებს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ "ძალიან საჭირო და დროული პროექტია, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან მოღალატეები".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×