რეზონანსი
30.10.2023

51 არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ხელისუფლებისადმი მიმართვას "ქართულ ოცნებაში" კრიტიკით პასუხობენ. საქმე ეხება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართვას, რა დროსაც მათ ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების და ყოფილი პროკურორის დაცვა.

ალუდა ღუდუშაური კვლავ თავს ესხმის მესამე სექტორის წარმომადგენლებს და ამბობს, რომ მაგალითად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრება ხელისუფლებისთვის საინტერესო არ არის და მისი აზრით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი ინტერესდება.

გიგაურის მოსაზრებებზე და განცხადებები საერთოდ საინტერესო არ არის. გიგაურის მოსაზრებები და მსჯელობა, ან რაღაც ნაფიქრი საინტერესო არის მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამიტომ ეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს გიგაურის ბოდვები,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

51 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების და ყოფილი პროკურორის დაცვა. იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა მოსამართლეები შესაძლო კორუფციულ გარიგებაში, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის ფსბ-ის აგენტობაში ამხილა და ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა მათ იცავს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს არის გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×