რეზონანსი
30.10.2023

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ვინმეს ჰქონია პრობლემა თავისი პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის კუთხით. ერთადერთი, ვისზეც კანონის მიერ რეაგირება იყო და მომავალშიც იქნება, არიან ადამიანები, ვინც დესტაბილიზაციას ახდენენ, თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ეს კანონი სჭირდება ქვეყანას. ეს კანონი სჭირდება ყველას ერთად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში არეულობა, დესტაბილიზაცია, შესაძლო მსხვერპლი და საზოგადოების ზოგჯერ გულწრფელი პროტესტის გამოყენება რადიკალების მიზნებისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×