რეზონანსი
30.10.2023

რამდენიმე რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის შემდეგ 60 ადამიანი დააკავეს.

სამთავრობო მედია "რია" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულია 9 პოლიციელი, მათ შორის ორი საავადმყოფოშია.

იდენტიფიცირებულია 150-ზე მეტი მომიტინგე. სააგენტოს ცნობით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დასადგენად.

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ათმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები, კიდევ ათი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, ორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

29 ოქტომბერს თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მახაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. სიტუაცია უკონტროლო გახდა. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები, აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს, გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც მომიტინგეები ისროდნენ ქვებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×