რეზონანსი
29.10.2023

IDF-ის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს ჰამასის რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც ღაზას გვირაბიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ ერეზის გადაკვეთაზე.

როგორც IDF იტყობინება, ისრაელის არმია ბოევიკებს გვირაბიდან გამოსვლისას დაუპირისპირდა.

ერეზი ღაზის სექტორს ჩრდილოეთ ისრაელთან აკავშირებს. IDF-ის განცხადებით, ამ გადასასვლელის მეშვეობით ღაზადან ათასობით ადამიანი გადადიოდა ისრაელში სამუშაოდ, ან სამკურნალოდ.

„ჰამასმა ააგო გვირაბები ერეზის გადასასვლელთან, რათა შეძლოს თავდასხმა ჰუმანიტარულ პოსტზე და ზიანი მიაყენოს ყველას, როგორც ისრაელელებს, ასევე პალესტინელებს", - დასძინა IDF-მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×