რეზონანსი
26.10.2023

ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე და სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას.

„კიევი კვლავ ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, ზელენსკის შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოუწოდა საქართველოს მსგავსი სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ, მსგავსი მოწოდებით მიმართა მოლდოვის ხელისუფლებას. ვინ დგას მათ უკან - რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ, მათი გადმოსახედიდან, აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×