რეზონანსი
26.10.2023

არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩეს , - ამის შესახებ­ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციურ ფლანგზე დარჩეს.

"მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოზიციების ტრანსფორმაცია ვიხილეთ და ერთ მხარეს აღმოჩნდა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც, გახსოვთ,როგორ მოიხსენიებდნენ მას, გახსოვთ, ასევე, რამდენიმე ინციდენტი, რასაც დაუკავშირდა იმპიჩმენტის პროცედურა. ასევე, პრეზიდენტი ჩართული იყო მავნებლურ კამპანიაში, რაც გულისხმობდა საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის დაუმსახურებლობის იდეის პროპაგანდირებას, ასეთ ფონზე, მე არ მგონია, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები, მორალურ უფლებაზე აღარ ვსაუბრობ, რომ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო ოპოზიციური ფლანგის გასაძლიერებლად ასეთი ცუდი მოსაზრებების გაზიარება, ეს მას არ უნდა გაეკეთებინა , თუ ჰქონდა სურვილი, საქართველოს პოლიტიკაში დარჩენილიყო,"- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიას, ნინო ლომჯარიას და "ლელოს" ალიანსის შესაძლებლობას, სარჯველაძე აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, ისინი უნდა შეთანხმდნენ "ბომბების ცვენა კარგია თუ ცუდი".

"თუ შეთანხმდებიან, რომ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანას - არა, პრეზიდენტი ასე თვლის, ასევე, თუ შეთანხმდებიან იმაზეც, ბომბების ცვენა კარგი იქნება თუ ცუდი, ალბათ, გაერთიანდებიან, სხვანაირად ძნელად წარმომიდგენია მათ შორის ასეთი გაერთიანება, საზოგადოების განწყობაც, ალბათ, ასეთი იქნება ასეთ შესაძლო გაერთიანებაზე", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×