რეზონანსი
26.10.2023

სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისგან და საკუთარი ამომრჩევლისგან. სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს. ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის - ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც", - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×