რეზონანსი
26.10.2023

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია - ეს უკვე არის დადასტურებული ფაქტი, დანარჩენი შეფასება უკვე შემდგომში უნდა გააკეთოს პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

კითხვაზე, როგორი იქნება მისი შეფასება, თუ პრეზიდენტი გააგრძელებს ვიზიტებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მისთვის სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაც უკვე არის დადასტურებული ფაქტი. მისივე თქმით, დანარჩენი შეფასება უკვე შემდგომში უნდა გააკეთოს პარლამენტმა.

„პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, სახელმწიფოში, როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, იქ შეუძლებელია, ვინმემ ისაუბროს დეპოლარიზაციაზე, არცერთ ლოგიკაში არ ჯდება, რომ იმპიჩმენტის საკითხი დავუკავშიროთ დეპოლარიზაციას. დეპოლარიზაციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ დეპოლარიზაციაზე საუბარი იყოს პრეზიდენტთან რაიმე კავშირში. როდის დაესხა პრემიერი თავს პრეზიდენტს? დასაბუთება უნდა წაიკითხოთ, თავდასხმა რა შუაშია. კონკრეტულად პრემიერის განცხადებაში სად ნახეთ თავდასხმა? ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება აქვს ყველას, ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის წინაპირობებს. თუ პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც აღარ იქნება პრეზიდენტი, გამოხატავს სურვილს, რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური, გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ეს იქნება მისი ნება, ამაში რა პრობლემაა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ სადაც მოინდომებს ადამიანი, რომ იყოს მას შემდეგ, რაც აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იქ შეუძლია, გააგრძელოს მოღვაწეობა, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი, მეცნიერება თუ სხვა, ეს არის მისი გადასაწყვეტი", - განაცხადა ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×